საქართველოს პარლამენტის ყოფილი წვერი და ამჟამად, ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, ჯუმბერ იზორია, ბოლო დროს, სკოლის მოსწავლეების აქციაში ჩართვას ეხმაურება.
იგი მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ მოსწავლეები თავიანთი მიზნების მისაღწევად.
"ჩემო ძვირფასო ჩხოროწყუელებო!
სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენს მუნიციპალიტეტში და საქართველოში ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციას – სკოლის მოსწავლეების ჩართვას საპროტესტო აქციებში და მათ გამოყენებას პოლიტიკური ნიშნით. ეს არა მხოლოდ არაეთიკური ქმედებაა, არამედ პირდაპირი კანონდარღვევა და ბავშვების უფლებების შელახვა.
ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის და განვითარების შესაძლებლობა და დაუშვებელია მათი ჩართვა პოლიტიკური მანიპულაციებში.
თუ გვინდა ევროპული ღირებულებები, უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვების უფლებების დაცვა არის ამ ღირებულებების ცენტრალური ნაწილი. განათლება და განვითარება უნდა იყოს მათი ერთადერთი გზა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კი – მხოლოდ სრულწლოვან ასაკში, როდესაც მათ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენს მუნიციპალიტეტში ზოგიერთი სკოლები აქციეს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების მართვის შტაბ-ბინად.
მე, როგორც მშობელი და ოთხი შვილიშვილის ბაბუა, უაღრესად შეშფოთებული ვარ მიმდინარე პროცესებით. სკოლებში ხდება მოსწავლეების ბულინგი და მათ ერთმანეთში დაპირისპირება.
მშობლები არიან უკიდურესად შეშფოთებული მიმდინარე პროცესებით.
მოვუწოდებთ ყველას – მშობლებს, მასწავლებლებს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს:
არ გამოიყენოთ ბავშვები თქვენი მიზნების მისაღწევად.
თავი შეიკავეთ სკოლებში პოლიტიკური აგიტაციისგან – ეს კანონდარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარების პრინციპებს.
პატივი ეცით ბავშვების და მათი განათლების უფლებას.
ჩვენი მომავალი თაობა ღირსია განათლებული, თავისუფალი და განვითარებული საზოგადოების ნაწილად გაიზარდოს. დავიცვათ მათი უფლებები დღეს, რათა ხვალ მათ შეძლონ უკეთესი საქართველოს შექმნა".
ამასთან, ჯუმბერ იზორია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება
"ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს, მე როგორც ომის ვეტერანი, შსს თადარიგის პოლკოვნიკიანი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანი ვგმობ ძალადობას, როგორც სახელმწიფო ობიექტებზე, ასევე მოქალაქეებზე.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ბატონ ვახტანგ გომელაურს. რომ არა ჩვენი გმირი ბიჭების პროფესიონალიზმი, დღეს საქართველოში გვექნებოდა უკრაინული მაიდანი, მსხვერპლით და გადამწვარი ქალაქების სახით.
საზოგადოება, რომელიც მშვიდობაზე უარს ამბობს, განვითარების შესაძლებლობასაც კარგავს. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულნი ვართ, რომ არ დავუშვათ ძალადობის ლეგიტიმაცია და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
სახელმწიფო ობიექტებზე თავდასხმა არ არის დემოკრატია.
ძალის გადამეტება არ არის კანონის სამსახური.
მშვიდობა და განვითარება არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ – საქართველოში ძალადობა ვერასდროს გახდება საზოგადოების მცირე ჯგუფებისთვის და უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ჯგუფების მიღებული მეთოდი, მათი გამოგონილი პრობლემების გადასაჭრელად. დავდგეთ ერთად, მშვიდობისა და პროგრესისთვის!
მშვიდობით, ღირსებით და ტრადიციებით ევროპისაკენ",-წერს ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში .