თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

როგორც უწყებაში განმარტეს, ამ დროისთვის დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ.