სოციალური ქსელში,  facebook-ის მომხმარებელი, თამო ჩოჩნიძე, ერთ-ერთ თემატურ ჯგუფში წერს, რომ გლდანის მე-3 მიკროს მე-11 კორპუსის ლიფტი მე-9 სართულიდან მოწყდა და შახტაში ჩავარდა.

როგორც ირკევა,  ქალბატონი მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად  იმყოფებოდა.საბედნიეროდ, ისინი არდაშავებულან.

"დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა, ჩემი წივილი ყველას ესმოდა. არ ვიცი, ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს, იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა.

არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე,"- წერს თამო ჩოჩნიძე სოციალურ ქსელში