საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო მათ  ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. 

 

უწყების  ცნობით, ბავშვები ადგილიდან მეხანძრე - მაშველებმა ისინი  უვნებლად გამოიყვანეს.

 

"თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

 

ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ   განცხადებაში.