წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა.

გავრცელებული  ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.

ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა