ავღანეთის დედაქალაქში, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. 

მედიის ცნობით, შემთხვევა ქაბულში, არგანდის რაიონში მოხდა. ავტობუსი სამხრეთ ავღანეთიდან მიემგზავრებოდა. ავტობუსის მგზავრები ჰელმანდიდან და ყანდაჰარიდან იყვნენ.

შსს-ს წარმომადგენელმა აბდულ მატინ კანიმ განაცხადა, რომ ავარია მძღოლის უყურადღებო მართვით იყო გამოწვეული.