ტრაგედიიდან თავისუფლებამდე - რუსთაველის გამზირზე დაწყებული ბრძოლა, რომელიც 21 გმირის სიცოცხლის ფასად დაჯდა, საბოლოოდ, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დასრულდა. დღეს საქართველო თავის გმირებს იხსენებს და ქვეყნის უმთავრეს მონაპოვარს აღნიშნავს.

ტრადიციის მიხედვით, მოვლენათა ეპიცენტრი დღეს რუსთველის გამზირია, სადაც 37 წლის წინ ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.

მემორიალთან მაშინდელი აქციის მონაწილეები, დაღუპულთა ახლობლები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები მიდიან.