ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორგანიზაციაში მონაწილეობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს.

უწყების განმარტებით, ამერიკული მხარე კორუფციასთან ბრძოლის პირდაპირ მექანიზმებს, მათ შორის, სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს მიანიჭებს პრიორიტეტს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კიდევ ერთი ორგანო, ვენეციის კომისიაც დატოვა.