აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეკლესიაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მეხანძრე, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გაზის სუნის გამო გამოიძახეს.

ნიუ-იორკის შტატის პოლიცია აფეთქების მიზეზს იძიებს, რომელიც სამშაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 10:30 საათზე Abundant Life Fellowship-ის ეკლესიაში მოხდა.

ეკლესია სირაკუზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 მილის დაშორებით მდებარე სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ხუთი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი, მათ შორის მეხანძრე, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. დანარჩენი სამი მკურნალობას გადის და მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.