ჩრდილოეთ კალიფორნიაში ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, 10 მოთხილამურე, რომლებიც გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც "უკიდურესად სახიფათო" პირობებში ტარდება, ექვსი გადარჩენილის ევაკუაციას ისახავს მიზნად. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ნევადის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ზვავი სამშაბათს, შუადღისას, სიერა-ნევადას "კასლ პიკის" რაიონში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ზვავმა 16 მოთხილამურისგან შემდგარი ჯგუფი მოიყოლა, მათ შორის, ოთხი მოთხილამურე გიდია და 12 კლიენტია.