არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში მამაკაცის მკვლელობა სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, ოზურგეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
