ლევან დავითაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, სუს-ის შენობა დატოვეს.
როგორც ცნობილია, ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.
