უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
"რაც შეეხება მოლაპარაკებების არსებით ხასიათს, უპირველეს ყოვლისა, მოგეხსენებათ, არსებობს ორი სფერო: სამხედრო და პოლიტიკური. მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო. სამხედროებს ესმით, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მონიტორინგი, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. მოლაპარაკებებზე პრინციპში თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგი აუცილებლად იქნება ამერიკული მხარის მონაწილეობით. ეს კონსტრუქციული სიგნალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ჟენევაში, რუსეთ-უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე დღე 2 საათში დასრულდა. მხარეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები რთული იყო და ის კიდევ გაგრძელდება.
