საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება. 

ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლევან დავითაშვილმა მედიის ინტერპრეტაცია უწოდა საკუთარ განცხადებას, რომ მისი გამოკითხვა ევროკავშირის გაზმომარაგებას ეხებოდა.

"აბსოლუტურად არაზუსტად იყო ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ და, მათ შორის, ჰედლაინებად გამოტანილი. რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი იმ თემებზე, რომელზეც მედია აპელირებდა, არ ყოფილა, საუბარი იყო მხოლოდ საქართველოს ენერგოუზრუნველყოფაზე, იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზმომარაგების კუთხით, ამ ხელშეკრულებების სისწორეზე, მათი გაგრძელების პერსპექტივასა და საქართველოს ენერგო უზრუნველყოფაზე. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ეს იყო საკითხი და მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავდექი ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც მქონდა გამოკითხვაზე საუბარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა "კურიერთან".