ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელსაც მადრიდიდან იბიცაში ბრიტანელ მგზავრები გადაჰყავდა, იძულებული გახდა აეროპორტის საპარკინგე ზონაში დაბრუნებულიყო, რადგან ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტზე დებოში მოაწყო.
dailymail-ის ინფორმაციით, რეისი 1 საათით გადაიდო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცი ბორტგამცილებლების მითითებებს არ დაემორჩილა.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდა მამაკაცი, სხვა მგზავრებს უყვირის და სალონის სხვადასხვა ნაწილს ხელებს ურტყამს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე, მითითებების მიუხედავად, აგრესიულად მოქმედებდა და მობილური მოწყობილობის გამოყენებას განაგრძობდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავში დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ მამაკაცის ევაკუაციისთვის ესპანეთის პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
"მადრიდიდან იბიცაში მიმავალი რეისის ეკიპაჟმა პოლიცია აფრენამდე გამოიძახა, რადგან ერთ-ერთი მგზავრი ბორტზე პროვოკაციულად იქცეოდა. თვითმფრინავი აეროპორტის საპარკინგე ზონაში დაბრუნდა, სადაც მგზავრი გადმოასვენეს, რის შემდეგაც იბიცას მიმართულებით ფრენა განხორციელდა“, - განუცხადა Ryanair-ის წარმომადგენელმა Daily Mail-ს.
