დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლის ხელოვნების გამოფენიდან, 4,8 მილიონი ფუნტის ღირებულების ოქროს უნიტაზის მოპარვის გამო, ორი მამაკაცი დააპატიმრეს.
ქურდები სასახლეში 2019 წლის სექტემბერში შეიჭრნენ, როდესაც იქ წვეულება იმართებოდა და 18 კარატიანი ოქროთი დამზადებული უნიტაზი მოიპარეს.
40 წლის ჯეიმს "ჯიმი" შინმა, აღიარა ქურდობა, კრიმინალური ქონების გადაცემა და 2024 წელს, იმავეს გასაკეთებლად შეთქმულებაში მონაწილეობა, ხოლო 39 წლის მაიკლ ჯონსი, ქურდობაში დამნაშავედ მარტში ცნეს.
შინს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ჯონსი ციხეში 2 წელს და 3 თვეს გაატარებს.
ცნობისთვის, ოქსფორდშირში მდებარე ბლენჰეიმის სასახლეში, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დაიბადა.