იტალიურ მუზეუმში ტურისტი “ვან გოგის სკამზე“ დაჯდა და გატეხა.

ათასობით სვაროვსკის კრისტალით მოფენილი სკამი ვერონაში, პალაცო მაფეიში იყო გამოფენილი. ნამუშევრის ავტორი იტალიელი მხატვარი ნიკოლა ბოლაა.

თავიდან, სტუმარმა ფოტოს გადასაღებად სკამზე დაჯდომის იმიტაცია გააკეთა - მაგრამ შემდეგ მან რეალურად გადაწყვიტა მასზე დამჯდარიყო.

შემთხვევის შედეგად სკამი გატყდა, რის შემდეგაც მამაკაცი და მისი მეწყვილე სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო.