ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი "კილაუე" კვლავ ლავას აფრქვევს.

მედიის ცნობით, ლავის შადრევნის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის, ჰავაის ვულკანის ობსერვატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვულკანის შადრევნები სავარაუდოდ უფრო მაღლა აიწევს.

ცნობისთვის, ვულკანი "კილაუე" უკვე 6 თვეა განსაკუთრებით აქტიურია და პერიოდულად, ლავის დიდ ნაკადებს აფრქვევს.