ბედისწერა, იღბალი თუ გამართლება - საინტერესო ისტორია თვითმფრინავის ადგილ 11A-ის შესახებ.

1998 წელს, ტაილანდელი მომღერალი რუანგსაკ ლოიჩუსაკი საშინელ ავიაკატასტროფას გადაურჩა. Thai Airways-ის TG261 რეისის თვითმფრინავი ჭაობში ჩავარდა, რამაც ათეულობით სიცოცხლე შეიწირა. რუანგსაკი გადარჩა, თუმცა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ფრენა ვერ შეეძლო. 

 2025 წელს, Air India-ს AI171 რეისის ტრაგიკული ჩამოვარდნის შემდეგ, მხოლოდ ერთი მგზავრი გადარჩა ცოცხალი: 40 წლის ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი, ვიშვაშ კუმარ რამეში. და სად იჯდა ის?

ადგილი 11A-ზე.

ზუსტად იგივე ადგილზე, რომელზეც რუანგსაკი იჯდა, როდესაც თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

როდესაც რუანგსაკმა ეს გაიგო, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაწერა:“ინდური ავიაკატასტროფის გადარჩენილი. ის ჩემსავით იჯდა ადგილზე 11A. ვწუხვარ ყველა დაღუპულის გამო”.