დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინი „კიევის სამ დღეში აღებას“ აპირებდა. ეს სინამდვილეში ძალიან ბევრს მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგობაზე და იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ დროის განმავლობაში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოიპოვოს მშვიდობა და აღვადგინოთ სამართლიანობა.

"დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინი „კიევის სამ დღეში აღებას“ აპირებდა. ეს სინამდვილეში ძალიან ბევრს მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგობაზე და იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ სიტყვების მიღმა მილიონობით ჩვენი ადამიანი დგას. ამ სიტყვების მიღმაა უდიდესი სიმამაცე, უმძიმესი შრომა, გამძლეობა და ის დიდი გზა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან მოყოლებული გადის.

ჩვენს ხალხს თეთრი დროშა არ აღუმართავს - ისინი ლურჯ-ყვითელს დროშას იცავენ. ოკუპანტებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ აქ ყვავილების რიგებით დახვდებოდნენ, სამხედრო კომისარიატებთან შემდგარი რიგები ნახეს. ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია. ჩვენი მეომრები მტკიცედ იდგნენ, მშვიდობიანი მოქალაქეები კი ქალაქებს, სოფლებს, ქუჩებსა და ეზოებს იცავდნენ. სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები ცოცხალი კედლით აჩერებდნენ სამხედრო ტექნიკის კოლონებს და ყველამ ერთად, გზააბნეულ რუსეთს ერთადერთი სწორი მიმართულებისკენ მიუთითა.

პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან ვერ გატეხა უკრაინელები. მან ამ ომში ვერ გაიმარჯვა. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მშვიდობა და აღვადგინოთ სამართლიანობა", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.