პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობები, რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეეჩერებინა ჩიხში შევიდა: სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია, ხოლო ოთხწლიანი ომის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებები დიდწილად შეჩერდა, - წერს Bloomberg-ი.
მოკავშირეები აცხადებენ, რომ აშშ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას 4 ივლისამდე ცდილობს, მანამ სანამ ტრამპი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის ღონისძიებას უმასპინძლებს. თუმცა, ევროპელი და NATO-ს მაღალი რანგის წარმომადგენლების თქმით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც მის ძირითად მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები უკვე რამდენჯერმე გადასცდა დადგენილ ვადას და ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში აღიარებს, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინის მიერ მაქსიმალისტური პოზიციების მიტოვების სურვილის ნიშნებს.
მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი შესრულდა და მისი მალე დასრულების ნიშნები არ არსებობს. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევაა პუტინის თავდაპირველი გეგმიდან, რომელიც კიევში ხელისუფლების დამხობის მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე დღეში ითვალისწინებდა.
