რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი 8 წლის ბავშვი მეეზოვემ დაიჭირა და გადაარჩინა.

მედიის ცნობით, ბავშვი ფანჯარასთან თამაშობდა, რა დროსაც გადმოვარდა. შენობის შესასვლელთან მდგომმა უზბეკმა მეეზოვემ ბავშვის ვარდნა დაინახა და მისი დაჭერა მოახერხა.

მედიის ცნობით, მამაკაცმა დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, რის შედეგადაც მაჯა და ნეკნები მოიტეხა, ბავშვს კი ფეხი აქვს მოტეხილი და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნება.