ინდოეთში, ავიაკომპანია SpiceJet-ის თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, ტექნიკური გაუმართაობის გამო, იძულებული გახდა, დელიში დაბრუნებულიყო, რის გამოც ინდოეთის დედაქალაქის აეროპორტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას the independent-ი ავრცელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, SpiceJet-ის Boeing 737-ს, რომელიც, დაახლოებით 150 მგზავრით, დელიდან ლეჰში, ლადახის ჩრდილოეთ ფედერალურ ტერიტორიაზე მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
მედიის ცნობით, რეისი დელიდან ადგილობრივი დროით დილის 6:08 საათზე აფრინდა და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა დილის 6:49 საათზე. ყველა მგზავრი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული.
მედიის ინფორმაციით, სიფრთხილის მიზნით, აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და თვითმფრინავი აეროპორტში გართულებების გარეშე დაეშვა.
