პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ლევან მახაშვილი ამბობს, თავად აღიარეს, რომ უკრაინა არის "ჩვეულებრივი საჯილდაო ქვა".

"საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება არის საუკეთესო თვითაღიარება ამ მიმართულებით, ვერცერთი ჩვენგანი ვერ შევძლებდით უფრო კარგად გამოგვეცა ეს საქმე, თავად აღიარეს, რომ უკრაინა არის ჩვეულებრივი საჯილდაო ქვა, არც უკრაინელები არ აღელვებთ... ყოველ შემთხვევაში, საკუთარ ქვეყანაზე მეტად არ აღელვებთ არც უკრაინა და არც უკრაინელები.

ერთადერთი, რაზეც ფიქრობენ, არის, რომ თავად მოიგონ დრო, რომ თავად უკეთ მოემზადონ, თავად იყვნენ უფრო უსაფრთხოდ რაც შეიძლება დიდი ხანი, ამიტომ იყო პრეტენზიები საქართველოსადმი ამ ქვეყნების მხრიდან, რომ იქნებ საქართველოც, ისევე როგორც უკრაინა, ყოფილიყო წერტილი, სადაც შეიძლებოდა რუსეთს ყურადღება გადაეტანა. ეს განცხადება არის საუკეთესო თვითლუსტრაცია მათი მიზნების," - აცხადებს ლევან მახაშვილი.