გუშინ საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, ის პედოფილებს მხოლოდ გაფრთხილების წერილის საფუძველზე ათავისუფლებდა.
პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსები, საკითხთან დაკავშირებით სასწრაფო ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
კრიტიკოსებმა პრემიერ-მინისტრის პოზიცია "სრულიად მიუღებლად" შეაფასეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის ზედამხედველობდა "პედოფილების საწინააღმდეგო შემაკავებელი ორდერების" გამოყენებას, რომელიც ეჭვმიტანილებს გაფრთხილების წერილის საფუძველზე ათავისუფლებდა.
გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია იმ დროინდელი დოკუმენტები, როდესაც სტარმერი ბრიტანეთის მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. დოკუმენტში აღწერილია თუ როგორ "ადგენდა და ათანხმებდა" პრემიერ-მინისტრი პოლიციის უფროსებთან გამაფრთხილებელ წერილებს, რომლებიც ინფორმატორების თქმით, ბავშვების გაუპატიურებაში ეჭვმიტანილებს ეგზავნებოდათ.
