სამშაბათს, ირანის არმიის ვერტმფრენი ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში, ხილის ბაზარში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 პირი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, დაღუპულია ვერტმფრენის 2 პილოტი და 2 მოვაჭრე.

მედიის ცნობით, ვერტმფრენი ქალაქ დორჩეში ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ექსპერტების თქმით, ირანს, საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ცუდი მაჩვენებელი აქვს, არაერთი ავიაკატასტროფის გამო, რომელთაგან ბევრი 1979 წლის ისლამური რევოლუციამდე შეძენილ საფრენ აპარატებს უკავშირდება. ქვეყანას მათთვის ორიგინალი სათადარიგო ნაწილები არ აქვს.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი აშშ-ში წარმოებული F-4 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა დასავლეთ ჰამადანის პროვინციაში, რის შედეგადაც ერთი პილოტი დაიღუპა.