დიდ ბრიტანეთი ამომრჩეველთა ასაკის 18-დან 16 წლამდე დაწევას გეგმავს. ქვეყანაში დემოკრატიის სისტემის გადახედვის ფარგლებში 16 და 17 წლის მოქალაქეები ქვეყანაში გამართულ ყველა არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. 

ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის, ის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.