დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა (ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის (OFSI) გამოცემული გენერალური ლიცენზია, რომლითაც ბრიტანეთი იძლევა უფლებას, ლეგალურად გაგრძელდეს ბიზნესოპერაციები Lukoil International Entities-თან.
OFSI-ის გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ლიცენზიაში გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, პირი შეძლებს, გააგრძელოს ბიზნესოპერაციები თუ ტრანზაქციები Lukoil-თან და მის შვილობილ კომპანიებთან.
ლიცენზიის ამოქმედების თარიღად მითითებულია 27 ნოემბერი, მოქმედების ვადა კი 2026 წლის 26 თებერვლამდეა.
