ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი დამანგრეველი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჰონ-კონგის უსაფრთხოების მინისტრმა, კრის ტანმა, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტაი პოს რაიონში რამდენიმე შენობაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 79 დაშავდა.
ტანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაახლოებით 200 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. მან დასძინა, რომ ეს რიცხვი მოიცავს იმ პირთა ცხედრებსაც, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებულნი არ არიან.
ცნობისთვის, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის გასაკონტროლებლად მეხანძრეებს 42 საათის დასჭირდათ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
