უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ოფისში ჩხრეკას ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს NABU-ს დირექტორმა სემენ კრივონოსმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში კორუფციის საქმეზე ახალი გარემოებები იკვეთება და შესაძლოა ეჭვმიტანილთა წრე გაფართოვდეს.

ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ "საგამოძიებო მოქმედებები ავტორიზებულია და მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში. დამატებითი დეტალები ახლა ცნობილი".