სამხრეთ აფრიკაში, ძლიერი ციკლონით გამოწვეული დიდთოვლობისა და წყალდიდობის გამო სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, უამინდობამ აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციები მოიცვა.

თოვლი და წყალდიდობა დაფიქსირდა აღმოსავლეთ კონცხსა და კვაზულუ-ნატალის პროვინციებში. აღმოსავლეთ კონცხზე სასკოლო ავტობუსი წყალმა გაიტაცა, სამი ბავშვი გადარჩა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უცნობია კიდევ რამდენია დაკარგული.

ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი დიდთოვლობის გამო დაიკეტა. ქალაქ მთათაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიხრჩო, ქალაქ ცოლოში კიდევ ერთი.

საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების სააგენტომ, განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მედიის ინფორმაციით, როგორც ჩანს, სინოპტიკოსები არ ელოდნენ, რომ სტიქიის დარტყმა ასეთი ძლიერი იქნებოდა.