ევროპამ ყურადღება უკრაინაზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
"ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ევროპამ ყურადღება და არა გრენლანდიაზე," - აღნიშნა ტრამპმა.
