ბრიტანული ავიაკომპანიის Jet2-ის თვითმფრინავი ინგლისის ქალაქ მანჩესტერიდან ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში 35 მგზავრის გარეშე გაფრინდა, რომლებიც აეროპორტში დარჩნენ.
Manchester Evening News-ის ცნობით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა შეამოწმეს მგზავრების დოკუმენტები და დაასკანერეს მათი ჩასხდომის ბარათები, რის შემდეგაც ისინი 40 წუთის განმავლობაში ტერმინალის კიბეებზე იდგნენ და რეისს ელოდნენ.
„მათ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ელოდებოდნენ პერსონალის წევრს, რომელიც კარებს გაუღებდა, თვითმფრინავის კიბეებზე ასასვლელად ან თვითმფრინავამდე მიმავალ ავტობუსში ჩასასხდომად“, - ნათქვამია სტატიაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერმინალის კიბეებზე მითითების დროს შეცდომა მოხდა. ავიაკომპანიამ ბოდიში მოუხადა მგზავრებს და განაცხადა, რომ ინციდენტის სასწრაფო გამოძიებას ატარებდა.
