მესამე დღეა, ჩილეში სტიქიას ებრძვიან. მასშტაბურმა ხანძარმა რამდენიმე ქალაქი გაანადგურა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი.
ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონებში, სადაც ცეცხლმა ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა გაანადგურა.
კერების გავრცელებას ხელს უწყობს თბილი ტემპერატურა და ძლიერი ქარი. ქრობის პროცესში ჩართულია 3 500-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, მობილიზებულია არმიაც. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 50 ათასზე მეტი მოქალაქე.
