ამბიციური და კარგად გააზრებული პროექტი - თეთრ სახლში გამართული მიღების დროს, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის აშენების გეგმები გაახმოვანა.
კვირას საკუთარ გამოსვლაში მან გამნაცხადა, რომ ტრიუმფალური თაღის ამერიკული ვერსიის მშენებლობაზე პასუხისმგებელია ვინს ჰეილი, თეთრი სახლის შიდა პოლიტიკის საბჭოს ამჟამინდელი დირექტორი.
აღნიშნული პროექტი დონალდ ტრამპისთვის პრიორიტეტია, მან წუხილი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი მსოფლიოში ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელსაც არ აქვს ტრიუმფალური თაღი.
ტრამპმა განაცხადა, რომ მონუმენტი პარიზის ძეგლის [ტრიუმფალური თაღის] მსგავსი, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნება: "ის მასზე ბევრად უკეთესი იქნება. ყველანაირად გადაასწრებს მას" - აღნიშნა ტრამპმა.
