სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად. ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ლიანდაგიდან გადავიდა. ერთი მათგანი მალაგადან მადრიდის, მეორე კი მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიდიოდა.

დაშავებულია 100 ადამიანი, მათგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობილია, რომ შეჯახება იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ განახლდა. ინციდენტის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მატარებელში შემთხვევის დროს საერთო ჯამში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.