ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე.
მძღოლის განცხადებით, ზვავსაშიშროების გამო, მეამე დღე მოძრაობა შეზღუდული აქვთ.
"უღელტეხილზე თოვლია და ახლა სატვირთო მანქანებით გადასვლა საშიშია. ერთი მანქანაც რომ "დაბუქსავდეს" სადმე, შეიძლება, უკან მეორე გადაჰყვეს. ამიტომ, ველოდებით. დღეს თოვა, ალბათ, დამთავრდა და ხვალიდან გზა გაიწმინდება. პრინციპში, გაწმენდილია, მაგრამ ჩვენთვის არის საშიში, სატვირთო მანქანებისთვის. მგონი, ხვალიდან დაიწყება მოძრაობა", - აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთი მძღოლი.
