პაკისტანში, ქალაქ კარაჩის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა შენობაში სამძებრო სამუშაოები ორშაბათს, დილიდან დაიწყეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებით 60 ადამიანი ითვლება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყარაჩის მერი მურთაზა ვაჰაბი ხანძრის ადგილს 23-საათიანი დაგვიანების შემდეგ ეწვია, რასაც მოსახლეობის მხრიდან მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები მოჰყვა.
