ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, თეირანი მზადაა, ამერიკული სამხედრო გემების სამარხი შექმნას. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
"შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი მეკობრე ერია, რომელსაც ავიამზიდები ჰყავს. მეკობრეებთან ბრძოლის ჩვენი უნარი არანაკლებ ძლიერია, ვიდრე სამხედრო გემების ჩაძირვის უნარი. მოემზადეთ თქვენი ავიამზიდებისა და ჯარისკაცების სასაფლაოებისთვის, ისევე როგორც თქვენი თვითმფრინავების ნამსხვრევები ისპაჰანში დარჩა“, - განაცხადა რეზაიმ.
"ის განცხადებაში გულისხმობდა ამერიკულ თვითმფრინავს, რომელიც აპრილში, ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის წევრის ძებნის დროს დაიკარგა", - განმარტავს მედია.
