ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორშაბათს დაადასტურა, რომ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, ირანმა ტანგსირის გარდაცვალება ისრაელის განცხადებიდან 4 დღის შემდეგ დაადასტურა.

ირანული მედია Tasnim-ის ინფორმაციით, ტანგსირი დაბომბვის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. მედიას არ დაუკონკრეტებია მაღალჩინოსნის გარდაცვალების ზუსტი თარიღი ან მიღებული ჭრილობების ხასიათი.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ისრაელის სამხედროებმა ირანელი მეთაურის მკვლელობის შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში.