ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განხორციელდა. თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები საჰაერო თავდასხმების ადგილზე გამოიძახეს.
მედიის ცნობით, "ცაჰალის" განცხადება ირანისა და ლიბანური "ჰეზბოლას" მხრიდან სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაკეთდა.
ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰაიფაში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ რეაგირებენ საგანგებო სიტუაციების მათთვის თანამშრომლები ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარზე.
როგორც ამერიკული მედია წერს, ამ დროისთვის, თავდასხმების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
