პოლიციის ცნობით, იტალიის ქალაქ პარმასთან ახლოს მდებარე მუზეუმიდან რენუარის, სეზანის და მატისის ნახატები მოიპარეს, რომელთა ღირებულება მილიონობით დოლარს აღწევს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 22 მარტს, Fondazione Magnani Rocca-ს ვილაში ოთხი ნიღბიანი მამაკაცი შევიდა და პიერ-ოგიუსტ რენუარის "თევზები", პოლ სეზანის "ნატურმორტი ალუბლებით" და ანრი მატისის "ოდალისკა ტერასაზე" მოიპარეს.
იტალიური მედიის ცნობით, მძარცველები შენობაში სამ წუთში შევიდნენ და გამოვიდნენ, თუმცა მათი მოქმედება მხოლოდ მუზეუმის სიგნალიზაციამ შეაჩერა.
როგორც მედიას ფონდში განუცხადეს, მძარცველები "ორგანიზებულად და კოორდინირებულად" მოქმედებდნენ და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტის მოპარვას აპირებდნენ, თუმცა კერძო კოლექციის სიგნალიზაციის ამოქმედებამ და ადგილზე პოლიციის გამოძახებამ შემდგომი ძარცვა აღკვეთა.
