პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაკ დარმა განაცხადა, რომ ქვეყანა "უახლოეს დღეებში უმასპინძლებს და ხელს შეუწყობს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების მიზნით". ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.

მედიის ცნობით, დარმა, განცხადება ისლამაბადში საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ არც აშშ-მ და არც ირანმა არ დაადასტურეს, თუ როდის გაიმართება ეს მოლაპარაკებები, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი და ვინ მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში, აშშ-მ, პაკისტანის მთავრობის მეშვეობით, ირანს კონფლიქტის მოგვარების 15-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა.