აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან შეთანხმება მალე არ შედგება და ჰორმუზის სრუტე ბიზნესისთვის არ გაიხსნება, ისინი ირანის ელექტროსადგურებს, ნავთობის ჭაბურღილებს, ხარგის კუნძულს და წყლის გამტკნარების ქარხნებს ააფეთქებენ და სრულად გაანადგურებენ.

მისი თქმით, ეს იქნება შურისძიება იმ მრავალი ჯარისკაცისა და სხვა პირისთვის, რომელიც ირანის მმართველებმა 47 წლის განმავლობაში მოკლეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის ახალ, უფრო გონიერ რეჟიმთან, ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასრულების მიზნით. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, რაც სავარაუდოა, და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ "გაიხსნება ბიზნესისთვის", ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ "ყოფნას“ ირანში მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილის და ხარგის კუნძულის (და შესაძლოა ყველა მათი წყლის გამტკნარების ქარხნის!) აფეთქებით და სრულად განადგურებით, რომლებსაც განზრახ ჯერ არ "შევხებივართ". ეს იქნება შურისძიება იმ მრავალი ჯარისკაცისა და სხვა პირისთვის, რომლებიც ირანმა სასტიკად მოკლა ძველი რეჟიმის 47-წლიანი "ტერორისტული მმართველობის" დროს", - წერს დონალდ ტრამპი.