ავღანეთსა და პაკისტანში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-ს აჭარბებს.

ავღანეთში მსხვერპლის უმეტესი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ პროვინციებში, მათ შორის ფარვანში, მაიდან ვარდაკში, დაიკუნდისა და ლოგარში დაფიქსირდა. კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია ღვარცოფი და მეწყერი, რამაც, სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნული სამსახურის (NDMA) მონაცემებით, 130 სახლი სრულად გაანადგურა.

პაკისტანის ხიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დაიღუპა და 25 კი დაშავდა.