აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უარი თქვა ირანში იმ კონკრეტული პირების დასახელებაზე, რომლებთანაც აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში "განხეთქილებაა“. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ABC News-ის გადაცემა "დილა მშვიდობისა, ამერიკა-ს" ეთერში რუბიოს სთხოვეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი გაეკეთებინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ "ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მან უარი თქვა იმ პირების დასახელებაზე, ვისთანაც აშშ ომის დასასრულებლად თანამშრომლობს.
"არ გაგიმხელთ ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ეს, სავარაუდოდ, პრობლემებს შეუქმნის მათ ირანში მყოფ სხვა ჯგუფებთან“, - განაცხადა რუბიომ.
"იქ შიდა დაპირისპირებები მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, თუ ირანში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მოხდა, ახლა მზად არიან სხვა მიმართულებით გადაადგილდნენ თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეს შესანიშნავი იქნება“, - აღნიშნა რუბიომ.
