სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა ეკლესიაში სცადეს.
სომხური მედიის ცნობით, ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში წირვის დროს ფაშინიანს ორი პირი მიუახლოვდა და მასზე თავდასხმა სცადა. თავდასხმა დაცვის თანამშრომლებმა აღკვეთეს და ეჭვმიტანილები დააკავეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი "ხულიგნობისა და საჯარო მოხელის კანონიერ სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის" საქმეზე წაუყენეს.
ამასთან, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
"დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერ სამსახურებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის ბრალდებით“, - განაცხადა მან.
