კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 710-მდე გაიზარდა, მათ შორის, 149 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს რიცხვი წარმოადგენს დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობას პარასკევის მდგომარეობით.
სიტუაციური ანგარიშის თანახმად, წინა 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
