მეცნიერებმა ლაბორატორიაში „ტირანოზავრის კანი“ გაზარდეს და მისგან ჩანთა შექმნეს.

მასალა რეკონსტრუირებული T. rex-ის კოლაგენის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მათ მოახდინეს ცილის რეკონსტრუირება, დნმ-ის სინთეზირება და კანი ლაბორატორიაში - ცხოველების გამოყენების გარეშე გაზარდეს.

ჩანთა უკვე გამოფენილია ამსტერდამის მუზეუმში და მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდება. სავარაუდო ფასი 600 000 დოლარამდეა.