კომპანია Nestlé-მ გენერალური დირექტორი შეცვალა. ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ლორან ფრეიშეს მხრიდან კორპორაციული კოდექსის დარღვევა გამოვლინდა - მას ფარული სამსახურებრივი რომანი ჰქონდა.
"ლორან ფრეიშეს წასვლა მის უშუალო ხელქვეითთან ფარული რომანტიკული ურთიერთობის გამოძიებას მოჰყვა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიას უკვე ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, ის ფილიპ ნავრატილია.
